მექანიზატორი- მცხეთა
შპს "ნათს ინქორფორეითიდ" (ს.ნ. 405404922) დაარსდა 2020 წელს, კომპანია ახორციელებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ნუშისა და თხილის ბაღების მოვლას.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფელი ნიჩბისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 2000 ლარიდან 2500 ლარამდე, გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
- კონკრეტულ ლოკაციაზე წარმოდგენილი მანქანებისა და ტრაქტორების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ყველა დეფექტისა თუ დაზიანების დროულად და ხარისხიანად შეკეთება;
- სამუშაოების დასაწყებად ტექნიკის მომზადება;
- ანგარიშის ჩაბარება მენეჯერებისთვის, საჭიროებისამებრ;
- სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/სასურველი უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება;
- სასურველია იყოს ორგანიზებული, ოპერატიული და დეტალებზე ორიენტირებული.