მექანიზატორი — ნათს ინქორფორეითიდ

ნათს ინქორფორეითიდ — ლოგო
ნათს ინქორფორეითიდ

მექანიზატორი

₾2000-2500 ₾ ახალი მცხეთა · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „ნათს ინქორფორეითიდ“ (ს.ნ. 405404922) დაარსდა 2020 წელს, კომპანია ახორციელებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ნუშისა და თხილის ბაღების მოვლას.

შპს „ნათს ინქორფორეითიდ“ აცხადებს ვაკანსიას მექანიზატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფელი ნიჩბისი.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ხელზე ასაღები ანაზღაურება: 2000 ლარიდან 2500 ლარამდე, გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები

  • კონკრეტულ ლოკაციაზე წარმოდგენილი მანქანებისა და ტრაქტორების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ყველა დეფექტისა თუ დაზიანების დროულად და ხარისხიანად შეკეთება;
  • სამუშაოების დასაწყებად ტექნიკის მომზადება;
  • ანგარიშის ჩაბარება მენეჯერებისთვის, საჭიროებისამებრ;
  • სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ სასურველი უნარ-ჩვევები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია იყოს ორგანიზებული, ოპერატიული და დეტალებზე ორიენტირებული.

უპირატესობები:

  • სიცოცხლის დაზღვევა