მექანიკოსი- ქუთაისი
ხის კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლიან მექანიკოსს საწარმოო ხაზის მონტაჟის, შემდგომი მართვისა და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- ნახაზების, სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვა და ზუსტი გაგება;
- ხელის და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (სახრახნისი, კუთხსახეხი, ქანჩსახრახნი);
- ლითონის ზეინკლური დამუშავება: ჭრა, ბურღვა, გაქლიბვა, ღუნვა;
- საზომი ხელსაწყოების ფლობა (შტანგენფარგალი, მიკრომეტრი, თარაზო, ლენტი, კუთხმზომი) და ზომების სიზუსტის კონტროლი;
- მექანიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა (მექანიკა, პნევმატიკა, ჰიდრავლიკა), სხვადასხვა ტიპის დანადგარების, მათი მონტაჟის, მომსახურებისა და შეკეთების ტექნოლოგიების ცოდნა;
- თანამედროვე სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, გაუმართაობის მიზეზების სწრაფად და ზუსტად გამოვლენის უნარი;
- მონტაჟის, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვის, ორგანიზების, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციის უნარი;
- ტექნიკური პერსონალის მართვის, თანამშრომელთა მოტივირების, უფლებამოსილებების დელეგირებისა და დავალებების შესრულების კონტროლის უნარი;
- რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების, რისკებისა და შედეგების შეფასების უნარი;
- CAD (საპროექტო კომპიუტერულ) პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- მექანიკური მოწყობილობების მუშაობის მარეგულირებელი უსაფრთხოების მოთხოვნების, სტანდარტებისა და წესების ცოდნა;
- მონაცემების ანალიზის, ტენდენციების გამოვლენისა და დანადგარების მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების უნარი;
- მონტაჟის სიზუსტის ასამაღლებლად ლაზერული საზომი ხელსაწყოების გამოყენების უნარი.
სასურველია:
- შედუღების სამუშაოების შესრულების უნარი;
- საბაზისო ცოდნა ელექტროენერგეტიკაში.
მოვალეობები დანადგარების მონტაჟის ეტაპზე:
- მოწყობილობების მონტაჟის უზრუნველყოფა: მექანიკოსი პასუხისმგებელია დანადგარების ტექნიკურად სწორ მონტაჟზე, საიმედოობასა და მათ სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაზე;
- პერსონალის მართვა: სამონტაჟო და სარემონტო სამსახურის თანამშრომლების ხელმძღვანელობა, დავალებების გადანაწილება, ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კონტროლი;
- დეტალების მომზადება: მონტაჟის წინ კომპონენტების გაწმენდა, გაუცხიმოვნება, მარკირება და დახარისხება;
- აწყობა და მონტაჟი: დეტალების შეერთება კვანძებად და მექანიზმებად ხელის და ელექტროინსტრუმენტების გამოყენებით: ბურღვა, ჭრა, ხრახნის მოჭრა, ასევე ხრახნიანი, შემდუღებელი, ნარჩილავი და მორკინული შეერთებების აწყობა;
- მოწყობილობებისა და კონსტრუქციების მონტაჟი: სამრეწველო დანადგარების (ჩარხები, პრესები, კონვეიერები), ლითონის კონსტრუქციების (კოჭები/ბალკები, კარკასები, რეზერვუარები), მილსადენებისა და სხვა ელემენტების დამონტაჟება საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად;
- შესყიდვები და ლოგისტიკა: მასალებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე განაცხადების გაფორმება, მათი მიღებისა და შენახვის კონტროლი, სასაწყობო მარაგების ოპტიმიზაცია.
რას გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ;
- სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს განვითარებად წარმოებაში;
- ჯანმრთელობის დაზღვევასა და კვებას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.