მექანიკოს/ოპერატორი- ყვარელი — არომაპროდუქტი

არომაპროდუქტი — ლოგო
არომაპროდუქტი

მექანიკოს/ოპერატორი- ყვარელი

₾2000 ახალი ყვარელი · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებასა და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანულ ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისისა და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი მოიცავს 40 ქვეყანას: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე https://georgiasnatural.com/en/intro ან Facebook გვერდზე georgias natural

"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნიკურ სამსახურში, მექანიკოს/ოპერატორის პოზიციაზე ასეპტიკური ჩამოსხმის დანადგარზე, რომელიც უზრუნველყოფს მანქანა დანადგარების გამართულ მუშაობას.

სამუშაო ადგილი: ყვარელი, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორია.
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 3
სამუშაო განრიგი: ცვლაში.
ხელფასი: 2000 ლარიდან.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ასეპტიკური ჩამოსხმის დანადგარის მართვა/ექსპლუატაცია;
** დანადგარის პარამეტრების გადაწყობა დაგეგმილი ჩამოსხმის შესაბამისად;
** დანადგარზე ჩასატარებელი ტექნიკურ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** ჩამოსხმის პროცესის მართვა და ჩანაწერების წარმოება;
** CIP რეცხვების უზრუნველყოფა;
** დანადგარის პირველადი ტექნიკური მომსახურება: ფილტრების გამოცვლა, შეპოხვები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური მიმართულებით;
** საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;

უნარები:

** მექანიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** აქტიური რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი,

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ