მედდის დამხმარე- ბათუმი
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას მედდის დამხმარის პოზიციაზე.
სავალდებულო მოთხოვნა: საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან).
ძირითადი მოვალეობები:
- ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში.
- პაციენტთა ჰიგიენაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა მედდის და სანიტრის ჩართულობით.
- პაციენტის ზედამხედველობა და კვებაში დახმარება.
- ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სხარტი მოქმედების უნარი;
- ორგანიზებულობა და ენერგიულობა.
სამუშაო საათები: ცვლებით.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164