მედდის დამხმარე
„დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას მედდის დამხმარის პოზიციაზე.
“დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი” ვიანის ქსელში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალია, სადაც ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის (ნეონატალური, პედიატრიული და მოზრდილთა) სრული ამბულატორიული და სტაციონარული სამსახურია ხელმისაწვდომი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. N83ა
გრაფიკი: სრული, 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, ან 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს.
ძირითადი მოვალეობები:
- პალატაში არსებული პაციენტების ჰიგიენის უზრუნველყოფა;
- პაციენტის სასიცოცხლო ნიშნების აღირცხვა, მათი მდგომარეობის კონტროლი, საკვების და სითხის მიღების კონტროლი და ცვლილებების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელი საქმის კურსში ჩაყენება;
- პაციენტის დახმარება გადაადგილებაში სიარულისას ხელჯოხით ან სხვა ინვენტარით (ეტლით);
- პაციენტის საწოლის მოწესრიგება და მათთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
- პაციენტების ტრანსპორტირება და გადაადგილება შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით;
- ჩაბარებული ინვენტარისა და სახარჯი მასალების გაფრთხილება და ოპტიმალურად გამოყენება;
- შიდა რეგულაციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა კანდიდატმა წამროადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
- პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
- უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა;
- პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი ან გადამზადების სერთიფიკატი;
სასურველია სამუშაო გამოცდილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 05 ივლისი, 2026
„დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.