მედდა — მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

samushao.ge
მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო — ლოგო
მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მედდა

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს „ვიანი“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას დღის საოპერაციოს და დღის ანესთეზიის მედდის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას #13 //ჭიაურელის 6

სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-17:00

ანაზღაურება: საათობრივი + გამომუშავებით ოპერაციიდან.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება;
  • საექთნო დოკუმენტწარმოება;
  • საექთნო ჩანაწერების სწორად, დროულად და ხარისხიანად წარმოება;
  • პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება წინასწარ გაწერილი ჯერადობით და შესაბამისი ჩანაწერების დროული შესრულება;
  • მცირე პროცედურების დროული და ხარისხიანი ჩატარება;
  • სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი;
  • კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული ეროვნული პროტოკოლების და გაიდლაინების შესაბამისად;
  • პაციენტზე ორიენტირებული უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებაზე ზრუნვა;
  • სამედიცინო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა /აღსრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
  • ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ