მებაღე
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის მებაღე
დაქვემდებარება:
- უშუალო ხელმძღვანელი
- უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
- პირდაპირი ხელმძღვანელი
- განყოფილების უფროსი
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
- სამხედრო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ მწვანე საფარზე მუდმივი კონტროლი და მათი მოვლა;
- იცოდეს მასზე მიმაგრებული ტერიტორიის საზღვრები და მუშაობისას დაიცვას უსაფრთხოების ზომები;
- მისთვის გადაცემული სამუშაო ინვენტარის მოვლა-პატრონობა;
- წესრიგის დაცვა და სისუფთავის შენარჩუნება მასზე მიმაგრებულ ტერიტორიაზე დღის განმავლობაში;
- ახალ დარგულ ნარგავებზე სეზონური ზრუნვა და გაზონის შენარჩუნებაზე კონტროლი;
- უზრუნველყოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:
- უზრუნველყოს განყოფილების უფროსის ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
ხარისხი (სავალდებულო): საშუალო
სასურველია მებაღეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი
ხარისხი (სასურველი): საშუალო-პროფესიული
სასურველია მებაღეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი
გამოცდილება: შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
ცოდნა:
- სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
- ყვავილნარის, დეკორატიული გამწვანებისა და მცენარეების მოვლის წესების ცოდნა (ვეგეტაციის პერიოდი, გადარგვა, გასხვლა და ა.შ.)
- ხანძარსაწინააღმდეგო, სამუშაო და ტექნიკის მართვის უსაფრთხოების წესების ცოდნა
კომპეტენციები:
კომუნიკაცია:
უნარები:
- კომუნიკაბელურობა
- გამართულად წერისა და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა)
სხვა უნარები:
- უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო
- კომპიუტერული პროგრამები: ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD)
ხელფასი: 1417 ლარი