მებაღე — თბილისის ზოოლოგიური პარკი

თბილისის ზოოლოგიური პარკი

მებაღე

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

თბილისის ზოოლოგიური პარკი

პოზიცია: მებაღე

ხელფასი: 1200 ლარი

სამუშაო გრაფიკი: ხუთი სამუშაო და ორი დასვენების დღე, 10:00-18:00, 1 საათი შესვენება.

დაქვემდებარება: კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის (ხეები, ბუჩქები, ყვავილები, გაზონები) და სარწყავი სისტემის მდგომარეობის ყოველდღიური შემოწმება.
  • ნებისმიერი სახის დაზიანების ან პრობლემის აღმოჩენისთანავე ინფორმაციის დაუყოვნებლივი მიწოდება კეთილმოწყობის სამსახურის უფროსისთვის.
  • გამწვანებასთან, ნიადაგის მომზადებასა და მცენარეთა გადარგვასთან დაკავშირებული სეზონური აქტივობების განხორციელება.
  • ნერგების, ბუჩქების, ხე-მცენარეებისა და ყვავილების დარგვა, თესვა და მათი შემდგომი მოვლა.
  • ბალახის რეგულარული გათიბვა, გაზონების გაკრეჭა და მათი ესთეტიკური იერსახის შენარჩუნება.
  • ნიადაგის დამუშავება/დაბარვა, მინერალური სასუქების შეტანა და მცენარეების დროული, სისტემატური მორწყვა.
  • მცენარეების გაწმენდა, დაბელვა, სადეზინფექციო საშუალებების შესხურება და დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება.
  • სამუშაო იარაღებისა და აღჭურვილობის მოვლა, შენახვა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მათი შეკეთება.
  • სამუშაო პროცესში და მისი დასრულებისას მწვანე ნარჩენებისგან სამუშაო ტერიტორიის დასუფთავება.

უსაფრთხოების სპეციფიკური წესები (ზოოპარკის გარემო):

  • მცენარეების მოვლა უშუალოდ ვოლიერებში ან მათ მიმდებარედ ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი კურატორის/მომვლელის ნებართვით და თანხლებით.
  • სამუშაო იარაღების (სეკატორი, ცელი, ხერხი) ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დატოვება კატეგორიულად აკრძალულია, რათა თავიდან იქნას აცილებული ცხოველთა დაზიანება.
  • მკაცრად აკრძალულია ცხოველებთან თვითნებური მიახლოება, მათი კვება ან შეწუხება ხმაურიანი ტექნიკით (მაგ. ბალახის საკრეჭით) ვოლიერებთან ახლოს, კურატორთან შეთანხმების გარეშე.
  • ცხოველებისთვის მომწამვლელი ან ალერგიული მცენარეების დროული იდენტიფიცირება და ვოლიერების პერიმეტრიდან მოცილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება აგრონომიის, მემცენარეობის ან ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად).
  • მებაღედ ან გამწვანების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
  • მცენარეთა მოვლის, ნიადაგის დამუშავების, სასუქების გამოყენებისა და სარწყავი სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა.
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან (ბენზოხერხი, სათიბი მანქანა) მუშაობის გამოცდილება და ფიზიკური გამძლეობა.