მებაღე
შპს „აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” - რესპუბლიკური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მებაღის პოზიციაზე.
ვაკანტური ადგილი: 2 (ორი)
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;
ფუნქციები:
- კლინიკის ეზოში არსებული ხეების, ბუჩქების, ყვავილებისა და გაზონების სისტემატური მოვლა (მორწყვა, გაფხვიერება, განოყიერება).
- მცენარეების გასხვლა და ფორმირება მათი დეკორატიული იერსახის შესანარჩუნებლად და უსაფრთხოების მიზნით (მაგალითად, ხმელი ტოტების მოცილება).
- სეზონური ყვავილების დარგვა და შემდგომი მოვლა.
- ბალახის რეგულარული გათიბვა და კიდეების მოწესრიგება.
- სარეველა ბალახებისგან ტერიტორიის სისტემატური გაწმენდა.
- საბაღე ხელსაწყოების (საკრეჭი, სათიბი მანქანა და სხვა) გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და მათი მოვლა.
- სამუშაო იარაღების უსაფრთხო შენახვა.
- სამუშაო პროცესის შემდეგ სამუშაო ადგილის დასუფთავება (მოჭრილი ტოტებისა და ბალახის გატანა).
- საქმიანობასთან დაკავშირებული ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა