მებაღე — კერძო დამსაქმებელი

კერძო დამსაქმებელი

მებაღე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კერძო დამსაქმებელი თბილისში ეძებს კვალიფიციურ, გამოცდილ და საიმედო კანდიდატს მებაღის პოზიციაზე.

მთავარი მოვალეობები:

  • ბაღისა და მწვანე საფარის მოვლა: ეზოს, ბაღისა და მცენარეების რეგულარული მოვლა (გაზონის გაკრეჭა, მარგვლა, მორწყვა, გასხვლა, ფორმირება)
  • მცენარეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა: ნიადაგის განოყიერება, მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება
  • სარწყავი სისტემების კონტროლი: სარწყავი სისტემების გამართული მუშაობის მონიტორინგი, მცირე ხარვეზების აღმოფხვრა და სეზონური რეგულირება
  • ტერიტორიის მოწესრიგება: სამუშაო პროცესში და მის შემდეგ ეზოსა და ბაღის ტერიტორიის სისუფთავისა და ესთეტიკური იერსახის შენარჩუნება

მოთხოვნები და კვალიფიკაცია:

  • პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება მებაღეობის, ლანდშაფტის მოვლის ან მომიჯნავე სფეროში
  • მცენარეთა მოვლის სპეციფიკის, სასუქებისა და მებაღეობისთვის საჭირო ტექნიკა-ინვენტარის (გაზონის საკრეჭი, ტრიმერი და ა.შ.) პროფესიონალურ დონეზე ფლობა
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო (სალაპარაკო) დონეზე ცოდნა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პატიოსნება და კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა

სამუშაო პირობები:

  • ადგილი: თბილისი
  • სამუშაო საათები: 10:00-დან 16:00 საათამდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). შენიშვნა: სეზონური ან კლიმატური საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სამუშაო საათების მცირედი ცვლილება
  • ხელფასი: განიხილება გასაუბრების დროს, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით