მეან-გინეკოლოგი — ჩაჩავას კლინიკა

ჩაჩავას კლინიკა — ლოგო
ჩაჩავას კლინიკა

მეან-გინეკოლოგი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"ჩაჩავას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მეან-გინეკოლოგის პოზიციაზე

სამუშაო მოვალეობები:

  • მშობიარობის პროცესის მართვა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად
  • დედისა და ნაყოფის მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი
  • გადაუდებელ სიტუაციებში დროული და სწორი კლინიკური გადაწყვეტილებების მიღება
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება
  • გუნდური მუშაობა მეანებთან, ანესთეზიოლოგებთან, ნეონატოლოგებთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად
  • პაციენტთან ემპათიური, მშვიდი და პროფესიული კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მეან-გინეკოლოგის მოქმედი ლიცენზია
  • სამშობიარო ბლოკში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
  • მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • კომუნიკაციისა და ემპათიის უნარი
  • პროფესიული ეთიკის დაცვა და პუნქტუალურობა

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით

პერსონალური მონაცემი, რომელიც ჩაჩავას კლინიკისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ კლინიკამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ჩაჩავას კლინიკისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ჩაჩავას კლინიკა-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.