MEAL ოფიცერი — საქართველოს კარიტასი

საქართველოს კარიტასი

MEAL ოფიცერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

MEAL ოფიცერი

პასუხისმგებელია ისეთი სისტემების შემუშავებასა და დანერგვაზე, რომლებიც უზრუნველყოფს "საქართველოს კარიტასის" პროგრამებისა და პროექტების ეფექტიან მონიტორინგს, შეფასებას, ანგარიშვალდებულებასა და ორგანიზაციულ სწავლებას. აღნიშნული პოზიცია მხარს უჭერს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას, პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას, დონორების მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფას, ასევე გამჭვირვალობას ბენეფიციარებისა და დაინტერესებული მხარეების მიმართ.

MEAL ოფიცერი მჭიდროდ თანამშრომლობს პროგრამების პერსონალთან, ფინანსურ და კომუნიკაციების გუნდებთან, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან, პროექტების შედეგებისა და გავლენის შესახებ მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების მიზნით.

დეპარტამენტი: მონიტორინგი და შეფასება

პოზიცია ექვემდებარება: აღმასრულებელ დირექტორს

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • მონიტორინგი და შეფასება:
    • შეიმუშაოს და წარმართოს MEAL-ის ჩარჩო (Framework), ინდიკატორები, ინსტრუმენტები და ანგარიშგების სისტემები საქართველოს კარიტასის პროგრამებისთვის.
    • განახორციელოს პროექტების მონიტორინგი მათი მიზნების, ინდიკატორების, ვადებისა და სამიზნე მაჩვენებლების მიხედვით. მოამზადოს პერიოდული მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშები.
    • აკონტროლოს ანგარიშვალდებულების სისტემისა და უკუკავშირის მექანიზმების ფუნქციონირება.
    • ჩაატაროს რეგულარული საველე ვიზიტები და მონაცემთა ხარისხის შეფასებები.
    • მხარი დაუჭიროს საბაზისო (Baseline), შუალედურ (Midline), საბოლოო (Endline) და გავლენის შეფასებებს.
    • უზრუნველყოს საქართველოს კარიტასის პროგრამების მონაცემების ზუსტი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა.
    • მოამზადოს მენეჯმენტისა და დონორებისთვის ანალიტიკური ანგარიშები, დაფები (Dashboards) და შედეგების შეჯამებები.
    • შემუშავოს პროექტის დეტალური მონიტორინგის გეგმა ლოგიკურ ჩარჩოში განსაზღვრული ინდიკატორების საფუძველზე, მათ შორის მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტებისა და მეთოდების, პასუხისმგებელი პირებისა და მონიტორინგისა და შეფასების გრაფიკის განსაზღვრა.
    • დაეხმაროს MEAL-ის ასისტენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, აკონტროლოს პროგრესი, შეაფასოს სამუშაოს ხარისხი და მოამზადოს რეკომენდაციები.
  • ანგარიშვალდებულება:
    • უზრუნველყოს საქართველოს კარიტასის პროგრამების განხორციელება ანგარიშვალდებულებისა და დაცვის (Safeguarding) სტანდარტების შესაბამისად.
  • სწავლა და შესაძლებლობების განვითარება:
    • ორგანიზება გაუწიოს მიღებული გამოცდილების (Lessons Learned) სესიებს და მხარი დაუჭიროს ორგანიზაციული სწავლების პროცესებს.
    • დოკუმენტირება მოახდინოს წარმატების ისტორიების, შემთხვევების ანალიზების (Case Studies) და საუკეთესო პრაქტიკის შიდა და გარე გამოყენებისთვის, ასევე მოამზადოს პროგრამების გაუმჯობესების რეკომენდაციები.
    • ჩაატაროს თანამშრომლებისთვის ტრენინგები MEAL ინსტრუმენტების, მონაცემთა შეგროვების მეთოდებისა და ანგარიშგების სტანდარტების მიმართულებით.
  • ანგარიშგება და დოკუმენტაცია:
    • მონაწილეობა მიიღოს დონორებისთვის ანგარიშების, საგრანტო განაცხადებისა და პროგრამული შეფასებების მომზადებაში.
    • მართოს და განაახლოს მონაცემთა ბაზები (Excel, Access, SQL ან სხვა) და დოკუმენტაციის სისტემები.
    • უზრუნველყოს დონორების მოთხოვნებთან და შიდა პოლიტიკასთან შესაბამისობა.
  • კოორდინაცია:
    • თანამშრომლობდეს პროგრამის გუნდებთან MEAL-ის აქტივობების პროექტის განხორციელებასთან შესათანხმებლად.
    • საჭიროების შემთხვევაში, მხარი დაუჭიროს გარე შემფასებლებს, აუდიტორებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს.

კვალიფიკაცია და გამოცდილება:

  • ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, სტატისტიკაში, საჯარო მმართველობაში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში.
  • მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება მონიტორინგსა და შეფასებაში, სასურველია არაკომერციულ ან ჰუმანიტარულ სექტორში.
  • პროექტის საქმიანობის საფუძვლების ცოდნა.
  • გამოცდილება მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტებთან მუშაობაში.
  • ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები.
  • Microsoft Excel-ისა და მონაცემთა მართვის სისტემების ეფექტურად გამოყენების უნარი.
  • MEAL-ის მეთოდოლოგიების, ლოგიკური ჩარჩოების, ინდიკატორებისა და ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა.
  • წერითი და ზეპირი კომუნიკაციის მაღალი უნარები. უნარი, დაწეროს მკაფიო და ლაკონური ანგარიშები ინგლისურ და ქართულ ენებზე.
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და მრავალი დავალების ერთდროულად მართვის უნარი.

სასურველი უნარები:

  • Power BI-ს ან მსგავსი სისტემების გამოყენების გამოცდილება.
  • დაცვის (Safeguarding) და ანგარიშვალდებულების პრინციპების ცოდნა.
  • მოწყვლად ჯგუფებთან და საქველმოქმედო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
  • დონორების შესაბამისობის (Compliance) მოთხოვნების ცოდნა.

ძირითადი კომპეტენციები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
  • პრობლემების გადაჭრის უნარი
  • ადაპტაციისა და ინიციატივის გამოვლენის უნარი

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი.

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: "MEAL ოფიცრის ვაკანსია"

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 02.07.2026

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 23.07.2026

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წელს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/