მძღოლის დამხმარე- ბათუმი
ვინ ვართ ჩვენ? "კონტაქტ ჰოუმი" არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით კომფორტს.
უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
შენი მისია კომპანიაში: შენ იქნები მძღოლის მარჯვენა ხელი! შენი ჩართულობა განსაზღვრავს, რამდენად კმაყოფილი დარჩება მომხმარებელი ჩვენი სერვისით.
რას გააკეთებ?
- გუნდური მუშაობა: დაეხმარები მძღოლს სატვირთო ავტომობილის უსაფრთხოდ დატვირთვა-გადმოტვირთვაში;
- სერვისი: უზრუნველყოფ შეძენილი ნივთების (ტექნიკა/ავეჯი) უვნებლად მიტანას მომხმარებლის კართან;
- ნავიგაცია: დაეხმარები მძღოლს მარშრუტის დაგეგმვასა და მისამართების მარტივად მოგნებაში;
- კომუნიკაცია: იქნები კომპანიის წარმომადგენელი მომხმარებელთან შეხვედრისას.
ეს სამსახური შენთვისაა, თუ:
- გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ხარ ფიზიკურად ამტანი და ენერგიული;
- შეგიძლია გუნდში შეთანხმებულად მუშაობა;
- ხარ პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი.
რატომ უნდა შემოგვიერთდე?
ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:
- საუკეთესო გრაფიკი: სტანდარტული, 40-საათიანი სამუშაო კვირა 2 დღე დასვენება; (ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის);
- ფინანსური მოტივაცია: 1000ლ + ბონუსი;
- ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის;
- აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
- განვითარება: კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივა მზარდ კომპანიაში.
მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის?
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი, 2026.
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.