მძღოლის დამხმარე
შპს "პისიშოპ.ჯი", კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების ციფრული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის დამხმარის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (კვარტალური)
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
- პროდუქციის დატვირთვა/ჩამოტვირთვა და დასაწყობების უზრუნველყოფა;
- გზავნილების ადრესატისათვის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა;
- ტვირთის მიწოდება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- B კატეგორიის (მექანიკა) მართვის მოწმობა;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- მინიმუმ 1 წლიანი ავტომობილის მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- პრეზენტაბელურობა;
- მოტივირებულობა;
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სწავლას და კარიერულ წინსვლას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.