მძღოლი საკუთარი ავტომობილით — Target Group

Target Group

მძღოლი საკუთარი ავტომობილით

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Target Group" არის განვითარებაზე ორიენტირებული უძრავი ქონების კომპანია, რომელიც აქტიურად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია სპეციალიზდება უძრავი ქონების გაყიდვებში, პარტნიორულ მოლაპარაკებებსა და კომერციული ობიექტების მოძიება-რეალიზაციაში და უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას.

ვაკანსია: მძღოლი (საკუთარი ავტომობილით)

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • სამუშაო საათები: 11:00-19:00
  • შაბათი-კვირა: დასვენება
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1700-2000 ლარი
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, მარშალ გელოვანის გამზირი N13

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე გადაადგილებების უზრუნველყოფა
  • კლიენტების დახვედრა აეროპორტში და ოფისში ტრანსპორტირება
  • კომპანიის მენეჯმენტის გადაადგილება საჭირო მიმართულებებზე
  • სამუშაო საათებში ოფისში ყოფნა და მზადყოფნა გამოძახებაზე
  • ავტომობილის სისუფთავისა და გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:

  • საკუთარი ავტომობილი (თანამედროვე, სუფთა და მოწესრიგებული)
  • მართვის მოწმობა და პრაქტიკული გამოცდილება
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა
  • ქალაქის გზების კარგი ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • აუცილებლად გვესაჭიროება ახალი მოდელის ავტომობილი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ და ნაკლებად დატვირთულ სამუშაოს
  • მცირე მანძილებზე გადაადგილებებს
  • საწვავის ხარჯების ანაზღაურებას კომპანიის მხრიდან
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს