მძღოლი- რუსთავი — Chemicals Coating Trading

Chemicals Coating Trading — ლოგო
Chemicals Coating Trading

მძღოლი- რუსთავი

შეთანხმებით ახალი რუსთავი · ადგილზე სრული განაკვეთი
"CCT Chemicals Coating Trading LLC"/შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" დაარსდა თბილისში 2012 წელს. კომპანია თანამშრომლობს იტალიურ საერთაშორისო ბრენდებთან. სათაო ოფისი, საწყობები და საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

კომპანია სპეციალიზირებულია შემდეგი მიმართულებებით:

** კედლების და დეკორატიული საღებავების წარმოება ქალაქ რუსთავში (იტალიელი თანამშრომლების დახმარებით და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით);
** ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობა ხის, მეტალის და დეკორატიული ლაქ-საღებავებით;
** პროდუქციის გამოყენებისთვის საჭირო აქსესუარებით ვაჭრობა.

კანდიდატი იმუშავებს ქართველ და იტალიელ თანამშრომლებთან ერთად.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.

ვაკანსია: მძღოლი
ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი, მაზნიაშვილის #2
სამუშაო საათები: 09:30-18:30, ორშაბათი-პარასკევი (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება:

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით ტვირთის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება განსაზღვრულ მარშრუტებზე.
** პროდუქციის მანქანაში დატვირთვა, სწორად განლაგება და ობიექტებზე ჩამოტვირთვა.
** თანმხლები დოკუმენტაციის (ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი) კონტროლი და დატვირთულ პროდუქციასთან შედარება.
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის, სისუფთავისა და ვიზუალური მხარის მუდმივი კონტროლი.
** საგზაო მოძრაობის წესების მკაცრი დაცვა.
** იმ შემთხვევაში თუ დღის განმავლობაში გადასაზიდი შეკვეთა არ იქნება, დახმარება გაუწიოს საწყობში მომუშავე თანამშრომლებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე მომუშავე ავტომობილისთვის.
** სასურველია (არა სავალდებულო) ინგლისური ან იტალიური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** სასურველია ავტომობილის ტექნიკური საკითხების საბაზისო ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი;

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება მენეჯერთან;
** გასაუბრება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ,

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ