მძღოლი-კურიერი
ლოგისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-კურიერის პოზიციაზე კომბოს ტიპის ავტომობილზე თბილისში.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1300-1400 ლარი;
- გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათ-კვირა დასვენება;
- მდებარეობა: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 64.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის კუთვნილის კომბოს ტიპის ავტომობილის მართვა;
- ამანათების ტრანსპორტირება და მიწოდება ჩვენს მომხმარებლებამდე;
- კომპანიის აპლიკაციაში მუშაობა.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
- არსებული ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა მომხმარებლებამდე;
- თბილისის ქუჩების ზედმიწევნით ცოდნა;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მართვის მოწმობა - B კატეგორია (მექანიკა).
ჩვენი უპირატესობები:
- გამართული სამუშაო პროცესი;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.