მძღოლი-ინკასატორი — თიბისი

თიბისი — ლოგო
თიბისი

მძღოლი-ინკასატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს "თიბისი’’ აცხადებს მძღოლი-ინკასატორის (თბილისი) თანამდებობაზე

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

  • ობიექტებს შორის, ნაღდიფულისა და სხვა ფასეულობების ინკასირება და დაცვა;
  • ბანკომატებისა და ფულის მიმღები აპარატების ინკასირება;

ჩვენი უპირატესობები:

  • ჩვენ გთავაზობთ უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამის საკასო ცენტრს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • საკასო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მათ შორის მაღალი დონის საყოფაცხოვრებო სივრცეებით, დასასვენებელი ზონებითა და საშხაპეებით.
  • მაღალი ხარისხის ეკიპირება;
  • ინკასაციის პროცესებისთვის მორგებული, მაღალი სტანდარტების შესაბამისი მანქანები, რაც ზრდის მუშაობის ეფექტურობას და უსაფრთხოებას.

კვალიფიკაცია

  • B - C კატეგორიის ავტომობილების მართვის მოწმობა;
  • შესაბამისი კატეგორიის ავტომობილების მართვის გამოცდილება;
  • პოზიციისათვის შესაბამისი ფიზიკური მომზადება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხიმგებლობის განცდა
  • დისციპლინის დაცვა
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ