მძღოლი- გორი
მეგატექნიკა უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Electrolux, Simfer, Philips, Delonghi, Kenwood, Braun, Acer და სხვა.
მეგატექნიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: გორი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 6 დღე, 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ტექნიკის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე;
- პროდუქციის ჩატვირთვა/გადმოტვირთვაში მონაწილეობა;
- ტექნიკის მომხმარებლამდე მიწოდება შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებით;
- საჭიროებისამებრ ტექნიკის სართულებზე ატანა და მომხმარებლისთვის გადაცემა;
- სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის კონტროლი და სისუფთავის დაცვა;
- მიწოდების პროცესში კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- მარშრუტების ეფექტურად დაგეგმვა და მიწოდების ვადების შესრულება;
- მომხმარებელთან კორექტული და პროფესიული კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინურობა;
- ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის და მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.