მძღოლი-ექსპედიტორი/დისტრიბუტორი — ბუდგეთი

ბუდგეთი — ლოგო
ბუდგეთი

მძღოლი-ექსპედიტორი/დისტრიბუტორი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბუდგეთ" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის (დისტრიბუტორი) პოზიციაზე თბილისში.

კომპანია ორიენტირებულია თანამშრომელთა ინტერესების დაცვაზე და იძლევა კარიერული განვითარების საშუალებას.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს;
  • ანაზღაურებად შვებულებას

მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (ანალოგიურ პოზიციაზე);
  • დახასიათება წინა სამსახურიდან
  • ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია.

კომპანია უზრუნველყოფს:

  • ავტომობილს, საწვავს და პროდუქციას,

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება;
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
  • ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;

მოვალეობები:

  • პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
  • ობიექტიდან თანხის დროული ამოღება;
  • სამუშაო დღის ბოლოს ობიექტიდან ამოღებული თანხების სალაროში შეტანა;
  • მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი;
  • სალაროს აპარატზე და ზედნადებზე მუშაობა (არ ცოდნის შემთხვევაში შევასწავლით)

ანაზღაურება:

შერჩეულ კადრებს კომპანია სთავაზობს ანაზღაურებას: 1100 ლარიდან 1500 ლარამდე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, შაბათ-კვირა დასვენება.