მძღოლი-ექსპედიტორი - დისტრიბუტორი
სადისტრიბუციო კომპანია "Pine Tree International" აცხადებს ვაკანსიას სააფთიაქო ქსელების მომარაგების მიზნით მძღოლი-ექსპედიტორის (დისტრიბუტორი) პოზიციაზე.
მოვალეობები:
- გაყიდვების განყოფილების მიერ გაფორმებული შეკვეთების მიღება საწყობიდან, რაოდენობების და გადასატვირთი პროდუქციის ხარისხობრივი მითვლით;
- განსახორციელებელი ვიზიტების შესახებ ყოველდღიური გეგმების მიღება, გეგმების მიხედვით ვიზიტების განხორციელება და პროდუქციის დროული დარიგება ობიექტებზე;
- ობიექტზე პროდუქციის დროული შეტანა და შესაბამისი დოკუმენტური გაფორმება;
- ფულის მიღება ობიექტებისგან და კომპანიის ანგარიშზე შეტანა დადგენილ ვადებში;
პასუხისმგებლობა: დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება;
კვალიფიკაცია:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- სასურველია პროდუქტების გაყიდვების ტექნიკის ცოდნა;
- სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;
პროდუქციის მომარაგება ხორციელდება ქ. ბათუმში მდებარე საწყობიდან.
აუცილებელია, რომ კანდიდატი ცხოვრობდეს აჭარის რეგიონში.
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: შეთანხმებით
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 12კმ.
პროდუქციის მიწოდების რეგიონი: აჭარა - სამეგრელო
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი 2026.