მძღოლი-ექსპედიტორი- ბათუმი — ქართული აგრო სახლი

ქართული აგრო სახლი

მძღოლი-ექსპედიტორი- ბათუმი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ბათუმი;
  • ანაზღაურება: 1400 ლარი (NET);
  • სამუშაო დატვირთვა: კვირის განმავლობაში არასრული დატვირთვა;
  • პოზიცია გამოირჩევა სეზონური დატვირთვით - ზაფხულის პერიოდში სამუშაო დატვირთვა მნიშვნელოვნად მცირდება, თუმცა აღნიშნული არ აისახება ანაზღაურებაზე და თანამშრომელი ინარჩუნებს სრულ სახელფასო ანაზღაურებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
  • სადისტრიბუციო ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, ჩამოტვირთვა;
  • ტრანსპორტირებისთვის გამზადებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • C კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული თვისებები და უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი.