მძღოლი-ექსპედიტორი — PepsiCo

PepsiCo — ლოგო
PepsiCo

მძღოლი-ექსპედიტორი

₾2400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდება კომპანიის პოლიტიკის, სამარშრუტე განრიგისა და შეკვეთის შესაბამისად.
  • კლიენტებისათვის პროდუქციის გადაცემის ზედნადებების და კლიენტებისაგან მიღებული ფულის სალაროში ჩაბარება.
  • მიწოდების პროცესში პროდუქციის და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა (ტვირთის სწორი განთავსება და ატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი).
  • ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ექსპლოატაციისა და რემონტის საკითხებზე მექანიკოსთან თანამშრომლობა.

კანდიდატის პროფილი:

  • აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა
  • 2+ წელი სატვირთო ავტოტრანსპორტის მართვის გამოცდილება
  • სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე

რას გთავაზობთ?

  • განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
  • კონკურენტული ანაზღაურება - 2100 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი (თვეში საშუალოდ 2400 ლარი, ფიქსირებულს+ცვლადი დანამატი)
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
  • ტრანსპორტირება
  • კვება