მძღოლი-ექსპედიტორი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია "Heel" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ავტომანქანის მართვა და მოვლა;
- ავტომობილის სამუშაო კონდიციის შენარჩუნება, სისუფთავის დაცვა;
- კომპანიის თანამშრომლებისა და სტუმრების თბილისსა და რეგიონებში ტრანსპორტირება;
- სარეალიზაციო პროდუქციის ავტომობილში ჩატვირთვა-გადმოტვირთვა;
- საჭიროებისამებრ, სხვადასხვა თემატური დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- ავტომობილის მართვის B კატეგორია;
- ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი;
- მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;
- პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სასურველია გამოცდილება ანალოგიურ სფეროში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:30-18:00
ხელფასი: 1500 ლარიდან