მძღოლი-დისტრიბუტორი — სონნივა ჯორჯია

სონნივა ჯორჯია

მძღოლი-დისტრიბუტორი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

კომპანია სონნივა ჯორჯია არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის პროდუქციის/ტვირთის უსაფრთხოდ და დროულად მიწოდება განსაზღვრულ ობიექტებზე
  • ავტომობილის მართვა საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით
  • ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა და მისი უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მომხმარებლამდე.
  • მიწოდების დოკუმენტაციის (ინვოისები, ზედნადებები და სხვა) სწორად წარმოება და ჩაბარება
  • მიწოდების მარშრუტების დაგეგმვა ოპტიმალური დროისა და ხარჯის გათვალისწინებით
  • პროდუქციის რაოდენობისა და მდგომარეობის კონტროლი მიწოდებისას
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და სისუფთავის უზრუნველყოფა
  • კლიენტებთან კორექტული კომუნიკაცია მიწოდების პროცესში
  • ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად)
  • რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
  • B და C კატეგორიის მართვის მოწმობა
  • მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უნარი

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • პუნქტუალურობა.

ხელფასი: 2000 ლარი (ფიქსირებული ხელზე ასაღები) + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიან, რაც შეადგენს ყოველთვიურად 300 - 500 ლარი

სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.

დასვენების დღე: შაბათი და კვირა.

ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება სარაჯიშვილის მეტრო-სადგურთან, ფიტპასი

მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.