მძღოლი / დისტრიბუტორი
შპს საბუდარა/ქართული ფრიველი 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრიველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით.
ამჟამად მეფრინველეობის ფერმა აცხადებს ვაკანსიას მძღოლი - დისტრიბუტორის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული / შეთანხმებით;
ანაზღაურება: 1500 ლარიდან - 2 000 ლარამდე (თანხის ზრდა დამოკიდებულია შესრულებული მარშრუტების ოდენობასა და სამუშაო გრაფიკზე) ;
ჩვენ გთავაზობთ:
- მოხერხებულ გრაფიკს;
- დაზღვევას წარმოების ხარჯზე;
- სურვილის შემთვევაში კომპანია ხელს შეუწყობს დასაქმებულს გადამზადებასა და სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის აღებაში;
ფუნქცია-მოვალეობები:
- ერთდღიანი წიწილის, აგრეთვე მოზრდილი ფრინველის გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე;
- ფრინველის საკვების გადაზიდვა საწარმოს ტერიტორიაზე;
- ფრინველის კვერცხის გადაზიდვა თბილისის ტერიტორიაზე;
- თანამშრომლების გადაყვანა (საჭიროების შემთვევაში);
- ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების უზრუნველყოფა (ავტომობილები და საწვავი ეკუთვნის საწარმოს);
- პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცედურის კონტროლი;
- ხელმძღვანელის მითითებების შესრულება ზემოაღნიშნული სამუშაოს ფარგლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
- სპეციალიზირებული ავტომობილის მართვის გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მართვის მოწმობა B და C კატეგორია;
დაინტერესებულ პირებს, რომელთაც არ აქვს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, საწყის ეტაპზე ორგანიზაცია მისცემს შესაძლებლობას შეიძინონ შესაბამისი გამოცდილება!
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- მოწესრიგებულობა;
მისამართი: ქვემო ფონიჭალა, დავით აღმაშენებლის ქუჩა მე-2 კილომეტრი, ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მიმდებარედ.