მძღოლი-დისტრიბუტორი — Four Seas Trading

Four Seas Trading

მძღოლი-დისტრიბუტორი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სააქციო საზოგადოება " ფორ სიზ თრეიდინგი" იგივე "ფიშმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

კომპანია " ფორ სიზ თრეიდინგი" 2017 წლიდან ახორციელებს თევზის, ზღვისპროდუქტების და სხვადასხვა სახის პროდუქტების რეალიაზაციას. ამ ეტაპზე გვაქვს 2 საფირომო მაღაზია და ასეულობით პარტნიორი ორგანიზაცია, რომელთაც ვაწვდით ჩვენს პროდუქციას.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის ქ.27

სამუშაო განაკვეთი: სრული 8 საათიანი სამუშაო განრიგი, კვირაში 6 დღე. კვირა დღეს დასვენება

ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

მძღოლი-დისტრიბუტორის ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის კუთვნილი ავტომობილით პროდუქციის ტრანსპორტირება.
  • ზედნადების მიხედვით პროდუქციის მითვლა და ავტომობილში ჩატვირთვა.
  • თევზისა და ზღვის პროდუქტების ასორტიმენტის ცოდნა (ადგილზე შეგასწავლით).
  • მოსახერხებელი მარშრუტის დაგეგმვა პროდუქციის დროული მიწოდებისათვის კორპორატიული და ასევე კერძო კლიენტებისათვის.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.
  • მენეჯერისა და გაყიდვების ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებელია (მექანიკა).
  • მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირება და პასუხისმგებლობა.

კომპანია გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ვაიზერი).
  • დაზღვეული ავტომობილები.
  • მეგობრული და მყუდრო სამუშაო გარემო.
  • წინსვლისა და დაწინაურების რეალურ პერსპექტივას.
  • კონკურენტულ ანაზღაურებას.
  • ანაზღაურებადი მივლინება.
  • ანაზღაურებადი შვებულება.