მძღოლი - C კატეგორია
შპს " Sonniva Georgia " აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს. ხელფასი: 2000 ლარი (ხელზე ასაღები) სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი დასვენების დღე: შაბათი და კვირა ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის პროდუქციის/ტვირთის უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირება ** განსაზღვრული მარშრუტების მიხედვით გადაადგილება ** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი ** სატრანსპორტო დოკუმენტაციის სწორად წარმოება ** პროდუქციის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში ** საწვავისა და ავტომობილის ხარჯების კონტროლი ** საგზაო მოძრაობის წესებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა ** მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია ** ავტომობილის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა ** ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომელიც უშუალოდ კავშირშია მძღოლის პოზიციასთან საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად) ** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე ** C კატეგორიის მართვის მოწმობა ** მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უნარი უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი ** კომუნიკაციის უნარი ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ** პუნქტუალურობა.