მძღოლი- ბათუმი — ამბასადორი ბათუმი აილენდი

ამბასადორი ბათუმი აილენდი — ლოგო
ამბასადორი ბათუმი აილენდი

მძღოლი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

Ambassador Island Batumi აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა-ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.

მდებარეობა: ბათუმი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი: 5/2

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვების უზრუნველყოფა;
  • 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
  • პროფესიული განვითარება;
  • მეგობრული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლის საბაზისო ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის შიდა რეგულაციების, შინაგანაწესისა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვა;
  • კომპანიის, თანამშრომლების, კლიენტებისა და პარტნიორების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • განსაზღვრული მარშრუტისა და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად გადაადგილება;
  • ავტომობილის ყოველდღიური ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;
  • ავტომობილის გაუმართაობის ან დაზიანების დროული დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
  • საწვავის ხარჯვისა და გავლილი მარშრუტების აღრიცხვა;
  • კომპანიის კუთვნილი ავტომობილის სისუფთავისა და ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობისა და საჭირო სარემონტო სამუშაოების შესახებ;
  • კომპანიის ინტერესებისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა შესაბამისი სამუშაოების შესრულება.