მძღოლი B,D კატეგორიით- გარდაბანი — გარდაბნის თბოსადგური

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
გარდაბნის თბოსადგური — ლოგო
გარდაბნის თბოსადგური

მძღოლი B,D კატეგორიით- გარდაბანი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

ენერგეტიკული კომპანია
შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"
აცხადებს ვაკანსიას
მძღოლის
პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ტრანსპორტით განახორციელოს თბილისი-გარდაბანი/გარდაბანი-თბილისის მიმართულებით (თბოსადგურის ტერიტორიაზე და უკან) თანამშრომელთა გადაყვანა;
  • დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების წესები და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო ტერიტორია/მარშრუტი: ქ. თბილისიდან ქ.გარდაბნის მიმართულებით და პირიქით.

სამუშაო გრაფიკი: კომპანიის მიერ წინასწარ დამტკიცებული მორიგეობის გრაფიკის შესაბამისად.

ბენეფიტები:

  • უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
  • კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი შეღავათიანი ტარიფებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - საშუალო განათლება;
  • მართვის მოწმობა კატეგორია-B და D

გამოცდილება:

  • მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია ავტობუსზე)

აუცილებელი უნარები:

  • საგზაო მოძრაობის, უსაფრთხოების ტექნიკის, და სახანძრო უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
  • სატვირთო ა/მ აგრეგატების დანიშნულებისა და მუშაობის პრინციპის ცოდნა;
  • თოვლიან და მოყინულ გზაზე მოძრაობის თავისებურებების ცოდნა;
  • წვიმიან და ნისლიან ამინდში მოძრაობის თავისებურებების ცოდნა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2026 წლის 15 ივნისისა. გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა:

  • კანდიდატის მიერ განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ (ს/კ: 426529759) (მათ შორის, უფლებამოსილი პირების მეშვეობით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. კანდიდატი განაცხადის წარმოდგენით ეთანხმება ზემოაღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@tpp.ge
  • დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
  • გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.
  • დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენ მოგიძებნით სხვის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა სხვის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.