მძღოლი - B, C კატეგორია
კომპანია "პრო საუნდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ: "პრო საუნდი" საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს კონცერტებისა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ტექნიკურ მომსახურებას. ჩვენი მიმართულებებია:
- პროფესიონალური საკონცერტო აპარატურა;
- სცენა;
- განათება;
- LED ეკრანები;
- ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
- ღონისძიებებისთვის საჭირო ტექნიკის უსაფრთხო ტრანსპორტირება;
- კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მოვლა, სისუფთავისა და გამართული მდგომარეობის კონტროლი;
- თავისუფალ პერიოდში კომპანიის საწყობში სხვადასხვა საორგანიზაციო და წვრილმანი სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B და C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება და პირობები:
- ხელზე ასაღები ფიქსირებული ანაზღაურება - 2 000 ლარი;
- დამატებით ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაო საათები;
- ქალაქგარეთ მივლინების შემთხვევაში გაიცემა 24 საათზე 40 ლარის დღიური.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.