მძღოლი/ასისტენტი — საქართველოს ამბები/მთის ამბები

საქართველოს ამბები/მთის ამბები

მძღოლი/ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"საქართველოს ამბები / მთის ამბები" ეძებს გუნდის ახალ წევრს - ენერგიულ, ორგანიზებულ და საქმეზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც ჩვენი ექსპედიციებისა და ყოველდღიური საქმიანობის საყრდენი გახდება. ჩვენი სამუშაო გარემო მოიცავს მაღალმთიან რეგიონებს, რთულ მარშრუტებსა და საინტერესო თავგადასავლებს. გაითვალისწინეთ, ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ მძღოლს - ეს პოზიცია იმაზე მეტს გულისხმობს, ვიდრე ტრანსპორტირებაა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

ანაზღაურება: პოზიციის სახელფასო განაკვეთი 2500-დან 3000-მდე ლარია (გადასახადების ჩათვლით). ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

საველე გასვლების დროს ორგანიზაცია სრულად უზრუნველყოფს კვებისა და განთავსების ხარჯებს;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მედიის სპეციფიკიდან გამომდინარე არასტანდარტული რეჟიმით მუშაობის შესაძლებლობით.

რას გთავაზობთ?

  • შესაძლებლობას, გახდეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მედია-პროექტების თანამონაწილე;
  • დინამიკურ სამუშაო გარემოს პროფესიონალთა გუნდში;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას და მუდმივ მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის ხელმძღვანელთან და კოორდინატორთან მუდმივი, ინტენსიური კომუნიკაცია და მათთან კოორდინაციით სხვადასხვა აქტივობისა თუ კამპანიის დაგეგმვა-შესრულებაში აქტიური მონაწილეობა (როგორც საველე, ისე საოფისე პირობებში) - ეს პროცესი მოიცავს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლისა და მათი გადაჭრის ხელშეწყობას;
  • საქართველოს ამბები / მთის ამბების გუნდის აქტიური დახმარება საველე და საოფისე პირობებში - ეს მოიცავს აპარატურის მომზადებას, ტრანსპორტირებას, აწყობას, საველე სტუდიის გამართვაში მონაწილეობას; საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორისა და გუნდის სხვა წევრების მარტივი ტექნიკური დავალებების შესრულებას და პროფესიული უნარების მუდმივ განვითარებას.
  • საველე გასვლების წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება - ლოკაციების დაზვერვა, ამინდის პროგნოზის მონიტორინგი და რისკების შეფასება, საჭირო რესურსების მობილიზება და ადგილობრივ კონტაქტებთან კომუნიკაცია;
  • კომპანიის კუთვნილი ავტომობილით გადამღები ჯგუფების, გუნდის წევრების უსაფრთხო გადაადგილება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (მათ შორის, რთული რელიეფის მქონე მაღალმთიან დასახლებებში);
  • კომპანიის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კონტროლი, ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა;
  • ავტომობილის/ავტომობილების ხარჯების (საწვავი, ამორტიზაცია, პარკინგი) ყოველთვიური რეპორტის მომზადება.
  • ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ოპერატიული მოგვარება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი აქტიური გამოცდილება (აუცილებელია);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა: ჩვენთვის ავტომობილის მართვა ნიშნავს გუნდის უსაფრთხოებაზე ზრუნვას;
  • პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • რთულ რელიეფზე და არასტანდარტულ გრაფიკში მუშაობის მზაობა.

"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ