მძღოლი
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: მძღოლი.
ძირითადი მოვალეობები:
- სატრანსპორტო საშუალების მართვა;
- საქონლის დაუზიანებლად ჩამოტვირთვა და სავაჭრო ობიექტში დანიშნულების ადგილზე შეტანა;
- ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შესაბამისი თანამშრომლებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობა. დაზიანების/გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- უშუალო უფროსის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არასრული საშუალო/საშუალო განათლება (სავალდებულო);
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება).
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
- მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
- შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული.
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.
სამუშაო დრო: 5 სამუშაო დღე, 9:00 - 18:00მდე . დასვენება შაბათ-კვირა.
ანაზღაურება: 1600-2000 + ჯანმრთელობის დაზღვევა
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.