მძღოლი — საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მძღოლი

₾1250 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს კონკურსს სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის მძღოლის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1

გამოსაცდელი ვადა: 3 (სამი) თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული ზოგადი განათლება;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • მძღოლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ქ. თბილისის ქუჩებისა და ქვეყნის მასშტაბით საგზაო მიმართულებების კარგად ცოდნა;
  • აუცილებელია B და D კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა, ხოლო C კატეგორია ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • უზრუნველყოს მუზეუმში მიმდინარე საქმიანობისთვის მოთხოვნილი და აუცილებელი სატრანსპორტო მომსახურება საქართველოს მასშტაბით;
  • კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების რეგულარული შემოწმება მისი ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად;
  • დროულად მოახდინოს ხელმძღვანელის ინფორმირება სატრანსპორტო საშუალების დაზიანებასა და საწვავის დროულად მომარაგებასთან დაკავშირებით.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, არაუმეტეს 40 საათისა ხელმძღვანელთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.

ანაზღაურება: 1250 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

სამუშაო ადგილი: ძირითადად ქ.თბილისი შოთა რუსთაველის გამზირი №3, ხშირად საქართველოს მასშტაბით მივლინებები.