მძღოლი
"amerikuli hospitali Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (სრული), შაბათ-კვირას საჭიროებისამებრ
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დაგეგმილი/დაჯავშნილი ვიზიტების განხორციელების უზრუნველყოფა;
- საჭირო ნივთების, სამედიცინო მასალების ტრანსპორტირება;
- ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
- კომპანიის წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
- პარტნიორი ლაბორატორიებიდან მასალების, გზავნილის, დოკუმენტების ტრანსპორტირება;
- საჭიროებისამებრ პაციენტების ჰოსპიტალში ტრანსპორტირება;
- სტუმრების დახვედრა აეროპორტში და სასტუმროში/ჰოსპიტალში ტრანსპორტირება;
- საჭიროებისამებრ, სხვადასხვა ლოგისტიკური სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:
- მართვის მოწმობა (B კატეგორია)
- მართვის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი
- სამარშრუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა
- დეტალებზე ორიენტირებული
- შრომისმოყვარე
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებულობა
- მოტივირებულობა
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორკის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარიამ გოხიძეს.