საქართველოს ფოსტა
მძღოლი
₾1250 ₾
ახალი
თბილისი · ადგილზე
სრული განაკვეთი
საქართველოს ფოსტა აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1250 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სხვადასხვა ობიექტიდან დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან მათი სათადარიგო ნაწილების ტრანსპორტირება შეკეთების მიზნით;
- დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სათადარიგო ნაწილების ტრანსპორტირება მითითებულ ადგილზე;
- მარშრუტის რაციონალურად დაგეგმვა დროის ეფექტურად გამოყენების გათვალისწინებით;
- დროებით სარგებლობაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა - B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია - C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- აუცილებელია საგზაო ნიშნების, საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- უპირატესობად ჩაითვლება მძღოლად მუშაობის გამოცდილება.
უნარ–ჩვევები:
- პასუხისმგებლიანი და ყურადღება დეტალების მიმართ;
- დისციპლინირებული;
- სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.