Galleria Tbilisi
მძღოლი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
გალერია თბილისი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი
ძირითადი ფუნქციები:
- უზრუნველყოს თანამშრომლებისა და კომპანიის ვიზიტორების უსაფრთხო ტრანსპორტირება.
- უზრუნველყოს ავტომობილის გამართული მუშაობა.
- პასუხისმგებელია ავტომობილის უსაფრთხოებაზე, სისუფთავესა და ტექნიკურ გამართულობაზე.
- პასუხისმგებელია კომპანიის ავტომობილისთვის ავტოსათადარიგო ნაწილების, ზეთების, საბურავებისა და საჭირო აქსესუარების მოძიებასა და შესყიდვაზე.
- საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებელია კომპანიის დოკუმენტაციის და/ან კუთვნილი ნივთების უსაფრთხო და დროულ ტრანსპორტირებაზე.
- საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებელია კომპანიის სამეურნეო საკითხების მოგვარებაზე.
- სამუშაო კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებები.
საჭირო გამოცდილება და თვისებები:
- მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მძღოლის პოზიციაზე.
- სავალდებულოა ქართული ენის გამართულად ცოდნა.
- B კლასის მართვის მოწმობა.
- ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა.
- თბილისის ქუჩების კარგი ცოდნა.
- სანდოობა, პუნქტუალურობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.