მძღოლი
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ორგანიზაციაში დასაქმებული ექთან-ფლებოტომისტის დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირება წინასწარ დაგეგმილი მარშრუტის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- ავტომობილის მართვის გამოცდილება;
- თბილისის ქუჩებისა და უბნების ცოდნა;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
- პუნქტუალური;
- დისციპლინირებული;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:
- სამუშაო საათები: 3 დღე მუშაობა - 08:30-19:00 სთ, ხოლო მეოთხე დღეს 24 სთ-იანი ცვლა (08:30-08:30);
- მის.: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, რამაზის ქუჩა N28.