მძღოლი — DS MEDICAL

DS MEDICAL

მძღოლი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს DS Medical — სამედიცინო კომპანია, რომელიც საქმიანობს სამედიცინო და სადიაგნოსტიკო პროდუქციის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამედიცინო პროდუქციისა და შეკვეთების უსაფრთხოდ და დროულად მიწოდება;
  • სამედიცინო დაწესებულებებში პროდუქციის ჩაბარება;
  • გაყიდვების მენეჯერების კლინიკებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირება;
  • კომპანიის ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა;
  • დაკისრებული სამუშაო დავალებების პასუხისმგებლობით შესრულება.
მოთხოვნები:
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • მძღოლად მუშაობის გამოცდილება;
  • მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მართვის გამოცდილება;
  • თბილისის ქუჩებისა და მარშრუტების კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები.
სამუშაო პირობები:
  • საწვავით უზრუნველყოფა;
  • კომპანიის ავტომობილი;
  • ავტომობილის დაზღვევა;
  • დროული ანაზღაურება;
  • სტაბილური და გრძელვადიანი დასაქმება.
სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი - პარასკევი
10:00 - 17:00
შესვენება: 13:00 - 14:00
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაშლიჯვარი, დასახლება, კორპუსი 7ა.