მძღოლი — თერმო ცენტრი

თერმო ცენტრი — ლოგო
თერმო ცენტრი

მძღოლი

₾1900 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.

"თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შ. გოგიძის ქუჩა 6

ანაზღაურება: 6 თვიან საგამოცდო პერიოდში 1700 ლარი (ხელზე ასაღები), მე-7 თვიდან 1900 ლარი (ხელზე ასაღები)

გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, არაუმეტეს 40 სთ.

დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმების პირველივე თვიდან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება თერმო ცენტრის ფილიალებში, პარტნიორ კომპანიებთან და კლიენტებთან;
  • ავტომობილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობის B და C კატეგორია.
  • მუშაობის გამოცდილება

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.