მძღოლი — აერო ჰენდლინგ ჯორჯია

აერო ჰენდლინგ ჯორჯია — ლოგო
აერო ჰენდლინგ ჯორჯია

მძღოლი

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აერო ჰენდლინგ ჯორჯია საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2023 წელს, აერთიანებს 200-ზე მეტ თანამშრომელს და წარმატებულად ემსახურება ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს.

"აერო ჰენდლინგ ჯორჯია" გიწვევთ გუნდში მძღოლის პოზიციაზე სამუშაოდ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
  • სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.

შრომის ანაზღაურება, კვალიფიკაციის შესაბამისად:

  • B კატეგორიის ფლობის შემთხვევაში: 800-1200 ლარი (NET);
  • B, C კატეგორიების ფლობის შემთხვევაში: 1000-1500 ლარი (NET);
  • B, C, D კატეგორიების ფლობის შემთხვევაში: 1000-1800 ლარი (NET);

სამუშაო საათები: 24-საათიანი ცვლა ყოველ მესამე დღეს

ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მგზავრების ტრანსპორტირება ავტობუსით;
  • საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის ტრანსპორტირება მიკროავტობუსით;
  • კომპანიის თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა ბაქნის ტერიტორიაზე;
  • ტვირთის ტრანსპორტირება;
  • სპეცტექნიკის მართვა საოპერაციო მოთხოვნების შესაბამისად;
  • რეისის მომსახურებაში მონაწილეობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მართვის მოწმობის მოქმედი კატეგორიის B და C ფლობა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია"-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!