მძღოლი — სავალდებულო დაზღვევის ცენტრი

samushao.ge
სავალდებულო დაზღვევის ცენტრი — ლოგო
სავალდებულო დაზღვევის ცენტრი

მძღოლი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის ფუნქციონირებას.

დამატებითი ინფორმაცია ცენტრის შესახებ: www.tpl.ge

პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობები

  • ცენტრის დირექტორის სატრანსპორტო მომსახურება თბილისში და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით;
  • უსაფრთხო და საგზაო მოძრაობის წესების შესაბამისი გადაადგილების უზრუნველყოფა;
  • მარშრუტების ეფექტურად დაგეგმვა და დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის პირველადი კონტროლი და გამოვლენილი საჭიროებების დროული კომუნიკაცია;
  • ავტომობილის სისუფთავესა და მოწესრიგებულ მდგომარეობაზე ზრუნვა;
  • პოზიციის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
  • ავტომობილის მართვის არანაკლებ 10 წლის პრაქტიკული გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე — კომპანიის ხელმძღვანელის/დირექტორის მძღოლად მუშაობის გამოცდილება;
  • უსაფრთხო მართვის გამოცდილება და საგზაო მოძრაობის წესების კარგი ცოდნა;
  • თბილისის ქუჩებისა და ძირითადი მარშრუტების კარგი ცოდნა;
  • GPS-ისა და სანავიგაციო აპლიკაციების ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • სხვადასხვა ტიპის მსუბუქი ავტომობილის მართვის გამოცდილება;
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის პირველადი შეფასების უნარი.

მნიშვნელოვანი უნარები და პიროვნული თვისებები

  • მაღალი პასუხისმგებლობა და საიმედოობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
  • უსაფრთხოებაზე ორიენტირებულობა და ყურადღების მაღალი კონცენტრაცია;
  • კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მოქნილობა და სამუშაო საჭიროებებთან ადაპტირების უნარი;
  • სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება;
  • თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაცია;
  • მოწესრიგებულობა.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები

  • დასაქმების ფორმა: სრული სამუშაო განაკვეთი;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო საათები: 12:00–20:00;
  • საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო შეიძლება შესრულდეს დადგენილი სამუშაო საათების მიღმაც;
  • ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება დამატებით;
  • წლიური შედეგების შეფასებაზე დაფუძნებული ბონუსი;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ