მძღოლი
Kontakt არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
პოზიცია: მძღოლი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიტანა მისამართებზე;
- ტრანსპორტირებისას ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა;
- კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გაფრთხილება და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- გაქვს სატვირთოს მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- კარგად იცნობ თბილისის ქუჩებს;
- გესმის ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები;
- ხარ გუნდური და გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
რატომ უნდა შემოგვიერთდე?
ჩვენ ვაფასებთ შენს შრომას:
- სტაბილური შემოსავალი: 2000-2500 ₾ ;
- გრაფიკი: მოქნილი, 40-საათიანი სამუშაო კვირა (5 სამუშაო დღე, ორი დღე დასვენება) ;
- ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის;
- აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
- განვითარება: ხელშეწყობა კარიერულ წინსვლასა და დაწინაურებაში.
მზად ხარ შემოუერთდე ჩვენს დინამიკურ გუნდს?
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 9 აგვისტო, 2026