მძღოლი — ვოლტა

ვოლტა — ლოგო
ვოლტა

მძღოლი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენს შესახებ:

"ვოლტა" წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.

"ვოლტა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე თბილისში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის 7 სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი ქარვასლა;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სრული სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1 500 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პარტნიორი კომპანიების სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ საწყობებში პროდუქტის მიღება-ჩატვირთვა;
  • მომხმარებლებთან შესყიდული პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება;
  • პასუხისმგებელი პირის მიერ გადაცემული ტექნიკის რაოდენობრივი და დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • საჭიროებისამებრ პროდუქციის მომხმარებლისთვის მიწოდების პროცესში მეწყვილის ფიზიკური დახმარება;
  • სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო ოპერირება - სიჩქარის შეზღუდვების, პარკირების წესებისა და საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის წინასწარი შემოწმება და აღმოჩენილი გაუმართაობის შესახებ მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება და განხორციელებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
  • უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა. მცირე ზომის სატვირთო ავტომობილის მართვის 2 წლიანი გამოცდილებით;
  • ნასამართლების/ნარკოლოგიურის ცნობები.