მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე — ბი-ემ-ესი

ბი-ემ-ესი

მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

www.bms.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, გრიგოლ ხანძთელის N2.

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამშაბათი-შაბათი 09:00 - 18:30სთ. შესვენება დღეში 1 სთ.

დასვენება: კვირაში ორი დღე, კვირა-ორშაბათი.

ანაზღაურება: 1200 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქტის დატვირთვა-დაცლა;
  • შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
  • სალარო აპარატთან მუშაობა;
  • საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება;
  • ობიექტებიდან თანხის აღება/გამოტანა.

მოთხოვნები:

  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.