მძღოლ-ექსპედიტორი საკუთარი სამარშრუტო ავტომობილით- თელავი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე, საკუთარი სამარშრუტო ავტომობილით კახეთის რეგიონზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: კახეთი, თელავი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:30სთ. შესვენება 1 სთ.
დასვენება: კვირაში ორი დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1400 ლარი + საწვავი + ზეთის შეცვლა + ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
- სალარო აპარატთან მუშაობა;
- საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება.
მოთხოვნები:
- აუცილებელია პირადი სამარშრუტო ავტომობილის ყოლა;
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.