მძღოლ-ექსპედიტორი/მომმარაგებელი
სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა", რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2005 წლიდან და ახორციელებს ევროპული ტკბილეულის, ჩაის და სნექების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის/მომმარაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ. მიმდინარე წლის აგვისტოს თვის შვებულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობის თანამშრომელთან ერთად პროდუქციის გადამოწმება/მითვლა და ავტოტრანსპორტში ჩალაგება.
- ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით.
- პროდუქციის ობიექტებზე მიტანა და ზედნადების საფუძველზე გადაცემა.
- ავტოტრანსპორტის მოვლა და ტექნიკური გამართულობის მიზნით დროულად რეაგირება სარემონტო პროფილაქტიკაში შეკეთებით.
- უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა და მოტანა.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა, სასურველია C კატეგორიის ქონაც.
- სატვირთო (მაცივარი მარშუტკის ტიპის) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება.
- სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი.
- გამართული კომუნიკაციის უნარი.
გთავაზობთ:
- შესაბამის ანაზღაურებას გამოცდილებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე.
- ტრანსპორტირებას.
- ხელფასის ზრდის პერსპექტივას.
- მეგობრულ გარემოს.
- სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს.
- სამედიცინო დაზღვევას.
- კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს.
- სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-დან 18:00 საათამდე).
შპს "თაბუკა" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.