მძღოლ-ექსპედიტორი- ქუთაისი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე ქუთაისში.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 - 18:30სთ. შესვენება 1 სთ.
დასვენება: კვირაში ორი დღე.
ანაზღაურება: 1200 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
- სალარო აპარატთან მუშაობა;
- საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება.
- მის სარგებლობაში არსებული კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობის კონტროლი და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
- სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.