მძღოლ-ექსპედიტორი- ახალციხე
შპს "ბიდი პლიუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo /Berrak (ტუალეტისა და სამზარეულოს ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).
კომპანია მეშვიდე წელია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთისა და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.
კომპანია აცხადებს მძღოლ-ექსპედიტორის ვაკანსიას ახალციხეში.
სამუშაო ადგილი: ახალციხე
ძირითადი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვე (სასურველია);
- სწრაფი ანგარიშის უნარი;
- სალარო აპარატით მუშაობის გამოცდილება; (სასურველია)
- B კატეგორიის მართვის მოწმობა; (აუცილებელია)
- საკუთარი მიკროავტობუსი/სამარშრუტო ტაქსი ყოლა (სავალდებულოა)
ძირითადი მოვალეობები:
- სადისტრიბუციო მანქანის მართვა;
- შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან და მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
- ანგარიშსწორება ობიექტთან.
პიროვნული თვისებები:
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი
- შრომისმოყვარე
- პასუხისმგებლიანი
ვადა: 20 სექტემბრის ჩათვლით.